უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 1 140 ჯარისკაცი გაანეიტრალეს, საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 10 933 ტანკს, 22 786 ჯავშანმანქანას, 29 063 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 416 საბრძოლო თვითმფრინავს და 337 ვერტმფრენს, 51 715 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 28 გემს/ნავს, 40 435 უპილოტო საფრენ აპარატს, 3 914 ერთეულ სპეცტექნიკას, 3 337 ფრთოსან რაკეტას.
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტ...
რუსეთმა გასულ ღამეს ჩერნიგოვზე დრონებით იე...
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებე...
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლი...
Mana press